ტრენინგის მეცხრე დღე
შევამოწმეთ ყველა მონაცემი, გვქონდა თუ არა დოკუმეტები წესრიგში.ამ ტრენინგზე თითოეულმა ჩვენგანმა წარმოვადგინეთ ჩვენი ნამუშევარი.
პირველი წარმომდგენი იყო ნათია დოლიძე, თემით " კაი ყმა-ზნეობრივი ორიენტირი". საინტერესო და პროდუქტიული პრეზენტაცია იყო.
მეორე წარმომდგენი იყო მარინე კობაიძე თემით "სტატისტიკური კვლევები, მოსწავლეთა მიდრეკილებები და აკადემიური მოსწრება"- ქალბატონი მარინე გამოირჩევა კარგი პრეზენტაციის უნარით. თემა იყო ძალიან საინტერესო და გავერკვიეთ როგორია მოსწავლეთა მიდრეკილებები და ამის მიხედვით აკადემიური მოსწრება.
მესამე წარმომდგენი იყო თეონა ზარიძე " ეს მავნებელია", დიდი მოწონება დაიმსახურა ამ პროექტმა, რეალობასთან კავშირიშია ეს პროექტი და კარგად ასახავდა მავნე ჩვევის უარყოფით შედეგებს.
მეოთხე წარმომდგენი იყო ელისო დოღაძე, თემით " თანამედროვე მობილური ტელეფონები". საინტერესო იყო ელისოს ნამუშევარი და ძალიან აქტუალური .
შემდეგი წარმომდგენი ვიყავი მე, ლია ლაზიშვილი " ზღაპრის რეალობა-ბრძოლა სიკეთისთვის".
შემდეგი იყო ლელა სხირტლაძე თემით " ამოდის ნათდება". ძალიან საინტერესო იყო ლელას გამოსვლა.
Wednesday, December 16, 2015
Sunday, December 13, 2015
მერვე დღე
ტრენინგის მერვე დღე დავიწყეთ პროექტის გეგმის განხორციელებისთვის საჭირო მასალების მოძიებით.შევქმენით ციტირებული დოკუმენტი, გავეცანით მეშვიდე მოდულში ფასილიტაციის რესურსებს და პროექტის გეგმის ჩეკლისტს. მოვიძიეთ და გადმოვწერეთ ვიზუალური მასალა, ასევე გავეცანით გამოყენებული ინტერნეტრესურსების საავტორო უფლებებს, რომლებიც ჩავინიშნეთ word-ის ფაილში და შემდგომ ავტვირთეთ my drive-ზე. დავასრულეთ პრეზენტაცია და ავტვირთეთ ასევე my drive-ზე . გადავამოწმეთ my drive-ში ატვირთული ყველა ის მასალა, რომელზეც ვმუშაობდით ტრენინგის თითოეულ დღეს.
გავეცანით
სასწავლო
პროექტის
გეგმის
ჩეკლისტს
და
ფასილიტაციის
მნიშვნელოვან
საკითხებს.
გავაკეთეთ
ჩვენი თემისთვის კითხვარი, რომელიც შემდეგ დავამატეთ ჩვენს ბლოგის გვერდზე.
ეს დღე ძალიან დატვირთული აღმოჩნდა.
Saturday, December 12, 2015
მეშვიდე დღე დავიწყეთ დრაივზე საქაღალდეების შექმნით.შევქმენით საქაღალდეები და ერთ-ერთში გადავიტანეთ შეფასების რუბრიკა. მეილიდან შეფასების რუბრიკა გადავიტანეთ დრაივში. გადატანილ ფაილზე ვისწავლეთ შესწორებების გაკეთება.გავეცანით გარდნერის თეორიას.
ვიმუშავეთ მეექვსე მოდულზე Viewer-ში კითხვარიდიფერენცირებულ სწავლებაზე . განვიხილეთ გარდნერის"ინდივიდუალური განსხვავებები სწავლის დროს" და ამის მიხედვით შევქმენით განმავითარებელი შეფასებები. შევიმუშავეთ კრიტერიუმების გამოთვლის მეთოდები. ვიმუშავეთ პრეზენტაციის შაბლონის შედგენაზე, სკაფოლდინგის შესაბამისად უნდა გვემოქმედა.
Thursday, December 10, 2015
დღე მეექვსე
ტრენინგი დავიწყეთ პროექტის გეგმის განხორციელების დაგეგმვის პროცედურების
მიმოხილვით.შემდგომ თითოეულმა ჩვენგანმა პროექტის გეგმაში გადავიტანეთ პროექტის გეგმის განხორციელების პროცედურები. ამის შემდგომ გავეცანით შეფასების რუბრიკას და აღნიშნული რუბრიკა მოვარგეთ ჩვენი პროექტის სასწავლო მიზნებს. დღე საკმაოდ დატვირთული იყო ინფორმაციული თვალსაზრისით.გავეცანით პროცედურების დაწერის პრინციპს, რომ უნდა შეესაბამებოდეს აქტივობები მიზნებს, მიმართულების მიმცემ კითხვებს, 21-ე საუკუნის უნარებს, შეფასებებს.
გავიმეორეთ განვლილი მასალა. გეგმაში დავამატეთ პროცედურები.
http://tpdc.ge/essentials/ ჩანართში განვიხილეთ მეტრული სიგიჟე და ამის შესაბამისად დავწერეთ შეფასების რუბრიკა.

Sunday, November 29, 2015
დღე მეხუთე
- ამ მოდულში ვიმსჯელეთ, თუ როგორ გამოვიყენოთ ჩვენს თემაში ინტერნეტი; განვიხილეთ, თუ როგორ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენება.ვისწავლეთ კონსტრუქციული
უკუკავშირის მიცემის ზოგადი წესები,რომ საუბარი აუცილებლად უნდა დავიწყოთ და დავასრულოთ
პოზიტიური შეფასებით, მოსწავლეებსაც უნდა ვასწავლოთ კონსტრუქციული უკუკავშირის აგება.
- ერთმანეთს გავუზიარეთ საკუთარი მოსწავლის ნაშრომები და გავუკეთეთ კომენტარები. კომენტარი მნიშვნელოვანია, რომ გამოვხატოთ თანადგომა ერთმანეთის მიმართ.
ასევე გავეცანით საავტორო უფლებების დაცვისა და გამოქვეყნების წესებს, ვისწავლეთ, როდის და როგორ უნდა აღვნიშვოთ ჩვენს ნაშრომში საავტორო უფლების ნიშანი.
- შევქმენით სლაიდშოუ, მოსწავლის ნიმუში, რომ დაგვენახა რეალურად პროექტის სირთულე. ვისწავლეთ ბლოგზე გვერდების დამატება.
ასევე გავეცანით საავტორო უფლებების დაცვისა და გამოქვეყნების წესებს, ვისწავლეთ, როდის და როგორ უნდა აღვნიშვოთ ჩვენს ნაშრომში საავტორო უფლების ნიშანი.
Saturday, November 28, 2015
დღე მეოთხე
განვიხილეთ როგორ იქმნება დროში გაწერილი შეფასების გეგმა. განვსაზღვრეთ,
რომ ის კარგად წარმოაჩენს შეფასების ფორმების გამოყენების თანმიმდევრობას. გვაჩვენებს შეფასების გამოყენებულ ფორმებს პროექტზე
მუშაობის დაწყებამდე, პროექტის მსვლელობის დროს და პროექტის დასრულების შემდეგ. გავაკეთეთ შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი.შევქმენით დიაგრამა, მოსწავლეთა საჭიროებების შეფასება:ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე . ვიმუშავეთ ბლოგზე და დავამატეთ გვერდები.
Wednesday, November 18, 2015
დღე მესამე
ვიმსჯელეთ სტანდარტით განსაზღვრულ შედეგებზე, რომელთა მიღწევაც გვსურს. მათზე დაყრდნობით დავისახეთ სასწავლო მიზნები, გამოვყავით მნიშვნელოვანი ცნებები, რომელთა გარშემოც გამოვკვეთეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.
განვსაზღვრეთ, რომ მიზნები არ უნდა იყოს ფოკუსირებული ზოგად და ბუნდოვან აქტივობებზე, დავალებებზე ან ტექნოლოგიურ უნარ-ჩვევებზე.გადავხედეთ სტანდარტებს. სტანდარტების განხილვისას განვსაზღვრეთ, რა გვსურს, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა იცოდნენ და გაიგონ. სასწავლო პროექტის გეგმის მიხედვით ჩავწერეთ ჩვენი მიზნები.ამის შემდეგ განვიხილეთ ის მიზნები, რომლებიც შეესაბამება მაღალ სააზროვნო დონეს.ამაში დაგვეხმარა ბლუმის ტაქსონომია და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების სიტყვები.
გავიაზრეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები და გამოვიყენეთ ეს კითხვები ჩვენი გეგმისთვის.

Sunday, November 15, 2015
დღე მეორე
გავეცანით ერთმენეთის საპროექტო იდეებს, ტრენერისგან მივიღეთ მითითებები, კარგად გავერკვიეთ რ განსხვავაებაა პროქეტსა და გაკვეთილს შორის. გავიგეთ, რომ მოსწავლემ პროექტის შემედეგ უნდა შეძლოს ტრანსფერი რეალურ ცხოვრებაში.
Saturday, November 14, 2015
პირველი დღე
გავეცანით ინტელის ძირითად კურსს,განვსაზღვრეთ რამდენად აქტუალურია ამ კურსის გამოყენება,თუ როგორ შეიძლება კომპიუტერული ტექნოლგიების გამოყენება სწავლის პროცესის გაუმჯობესებისთვის. გავეცანით პორტფოლიოს კომპონენტებს,სასწავლო მიზნების მიღწევას და მოსწავლეთათვის 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას.
ჩვენი პროექტის პორტფოლიოს ორგანიზების მიზნით, შექმენით მთავარი საქაღალდე, სახელწოდებით პორტფოლიო და მასში რამდენიმე ქვესაქაღალდე. დოკუმენტებისა და ფაილების მართვის ასეთი სისტემა დაგვეხმარა, ორგანიზებულად შეგვენახა, როგორც მიმდინარე ნამუშევრები, ისე დასრულებული დოკუმენტები.პოტფოლიოს ჩეკლისტი დაგვეხმარა დასრულებული დოკუმენტების მოძებნაში. როდესაც გადავხედეთ პროექტის გეგმის შაბლონს, შევინახეთ პორტფოლიოს საქაღალდეში კურსის_რესურსები.
ვისწავლეთ პორტფოლიოს საქაღალდის შექმნა, გავიგეთ რა განსხვავებაა გაკვეთილსა და პროექტს შორის, განვიხილეთ სასწავლო გეგმის პროექტის შაბლონი.შევქმენით ბლოგი, სადაც მომავალში ავტვირთავთ პროექტს და რეფლექსიას.
Subscribe to:
Posts (Atom)