გავეცანით ინტელის ძირითად კურსს,განვსაზღვრეთ რამდენად აქტუალურია ამ კურსის გამოყენება,თუ როგორ შეიძლება კომპიუტერული ტექნოლგიების გამოყენება სწავლის პროცესის გაუმჯობესებისთვის. გავეცანით პორტფოლიოს კომპონენტებს,სასწავლო მიზნების მიღწევას და მოსწავლეთათვის 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას.
ჩვენი პროექტის პორტფოლიოს ორგანიზების მიზნით, შექმენით მთავარი საქაღალდე, სახელწოდებით პორტფოლიო და მასში რამდენიმე ქვესაქაღალდე. დოკუმენტებისა და ფაილების მართვის ასეთი სისტემა დაგვეხმარა, ორგანიზებულად შეგვენახა, როგორც მიმდინარე ნამუშევრები, ისე დასრულებული დოკუმენტები.პოტფოლიოს ჩეკლისტი დაგვეხმარა დასრულებული დოკუმენტების მოძებნაში. როდესაც გადავხედეთ პროექტის გეგმის შაბლონს, შევინახეთ პორტფოლიოს საქაღალდეში კურსის_რესურსები.
ვისწავლეთ პორტფოლიოს საქაღალდის შექმნა, გავიგეთ რა განსხვავებაა გაკვეთილსა და პროექტს შორის, განვიხილეთ სასწავლო გეგმის პროექტის შაბლონი.შევქმენით ბლოგი, სადაც მომავალში ავტვირთავთ პროექტს და რეფლექსიას.
No comments:
Post a Comment