დღე მესამე
ვიმსჯელეთ სტანდარტით განსაზღვრულ შედეგებზე, რომელთა მიღწევაც გვსურს. მათზე დაყრდნობით დავისახეთ სასწავლო მიზნები, გამოვყავით მნიშვნელოვანი ცნებები, რომელთა გარშემოც გამოვკვეთეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.
განვსაზღვრეთ, რომ მიზნები არ უნდა იყოს ფოკუსირებული ზოგად და ბუნდოვან აქტივობებზე, დავალებებზე ან ტექნოლოგიურ უნარ-ჩვევებზე.გადავხედეთ სტანდარტებს. სტანდარტების განხილვისას განვსაზღვრეთ, რა გვსურს, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა იცოდნენ და გაიგონ. სასწავლო პროექტის გეგმის მიხედვით ჩავწერეთ ჩვენი მიზნები.ამის შემდეგ განვიხილეთ ის მიზნები, რომლებიც შეესაბამება მაღალ სააზროვნო დონეს.ამაში დაგვეხმარა ბლუმის ტაქსონომია და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების სიტყვები.
გავიაზრეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები და გამოვიყენეთ ეს კითხვები ჩვენი გეგმისთვის.
No comments:
Post a Comment