Wednesday, December 16, 2015

ტრენინგის  მეცხრე  დღე

 შევამოწმეთ ყველა მონაცემი, გვქონდა თუ არა დოკუმეტები წესრიგში.ამ ტრენინგზე თითოეულმა ჩვენგანმა წარმოვადგინეთ ჩვენი ნამუშევარი.
პირველი წარმომდგენი იყო ნათია დოლიძე, თემით " კაი ყმა-ზნეობრივი ორიენტირი". საინტერესო  და პროდუქტიული პრეზენტაცია იყო.
მეორე წარმომდგენი იყო მარინე კობაიძე თემით "სტატისტიკური კვლევები, მოსწავლეთა მიდრეკილებები  და აკადემიური  მოსწრება"- ქალბატონი მარინე გამოირჩევა კარგი პრეზენტაციის უნარით. თემა იყო ძალიან საინტერესო და გავერკვიეთ როგორია მოსწავლეთა მიდრეკილებები და ამის მიხედვით აკადემიური მოსწრება.
მესამე წარმომდგენი იყო  თეონა ზარიძე " ეს მავნებელია", დიდი მოწონება დაიმსახურა ამ პროექტმა, რეალობასთან კავშირიშია ეს პროექტი და კარგად ასახავდა მავნე ჩვევის უარყოფით შედეგებს.
მეოთხე წარმომდგენი იყო ელისო დოღაძე, თემით " თანამედროვე მობილური ტელეფონები". საინტერესო იყო ელისოს ნამუშევარი და ძალიან აქტუალური .
შემდეგი წარმომდგენი ვიყავი მე, ლია ლაზიშვილი " ზღაპრის რეალობა-ბრძოლა სიკეთისთვის".
შემდეგი იყო  ლელა სხირტლაძე თემით " ამოდის ნათდება". ძალიან საინტერესო იყო  ლელას გამოსვლა.

No comments:

Post a Comment