ტრენინგის მეცხრე დღე
შევამოწმეთ ყველა მონაცემი, გვქონდა თუ არა დოკუმეტები წესრიგში.ამ ტრენინგზე თითოეულმა ჩვენგანმა წარმოვადგინეთ ჩვენი ნამუშევარი.
პირველი წარმომდგენი იყო ნათია დოლიძე, თემით " კაი ყმა-ზნეობრივი ორიენტირი". საინტერესო და პროდუქტიული პრეზენტაცია იყო.
მეორე წარმომდგენი იყო მარინე კობაიძე თემით "სტატისტიკური კვლევები, მოსწავლეთა მიდრეკილებები და აკადემიური მოსწრება"- ქალბატონი მარინე გამოირჩევა კარგი პრეზენტაციის უნარით. თემა იყო ძალიან საინტერესო და გავერკვიეთ როგორია მოსწავლეთა მიდრეკილებები და ამის მიხედვით აკადემიური მოსწრება.
მესამე წარმომდგენი იყო თეონა ზარიძე " ეს მავნებელია", დიდი მოწონება დაიმსახურა ამ პროექტმა, რეალობასთან კავშირიშია ეს პროექტი და კარგად ასახავდა მავნე ჩვევის უარყოფით შედეგებს.
მეოთხე წარმომდგენი იყო ელისო დოღაძე, თემით " თანამედროვე მობილური ტელეფონები". საინტერესო იყო ელისოს ნამუშევარი და ძალიან აქტუალური .
შემდეგი წარმომდგენი ვიყავი მე, ლია ლაზიშვილი " ზღაპრის რეალობა-ბრძოლა სიკეთისთვის".
შემდეგი იყო ლელა სხირტლაძე თემით " ამოდის ნათდება". ძალიან საინტერესო იყო ლელას გამოსვლა.
Wednesday, December 16, 2015
Sunday, December 13, 2015
მერვე დღე
ტრენინგის მერვე დღე დავიწყეთ პროექტის გეგმის განხორციელებისთვის საჭირო მასალების მოძიებით.შევქმენით ციტირებული დოკუმენტი, გავეცანით მეშვიდე მოდულში ფასილიტაციის რესურსებს და პროექტის გეგმის ჩეკლისტს. მოვიძიეთ და გადმოვწერეთ ვიზუალური მასალა, ასევე გავეცანით გამოყენებული ინტერნეტრესურსების საავტორო უფლებებს, რომლებიც ჩავინიშნეთ word-ის ფაილში და შემდგომ ავტვირთეთ my drive-ზე. დავასრულეთ პრეზენტაცია და ავტვირთეთ ასევე my drive-ზე . გადავამოწმეთ my drive-ში ატვირთული ყველა ის მასალა, რომელზეც ვმუშაობდით ტრენინგის თითოეულ დღეს.
გავეცანით
სასწავლო
პროექტის
გეგმის
ჩეკლისტს
და
ფასილიტაციის
მნიშვნელოვან
საკითხებს.
გავაკეთეთ
ჩვენი თემისთვის კითხვარი, რომელიც შემდეგ დავამატეთ ჩვენს ბლოგის გვერდზე.
ეს დღე ძალიან დატვირთული აღმოჩნდა.
Saturday, December 12, 2015
მეშვიდე დღე დავიწყეთ დრაივზე საქაღალდეების შექმნით.შევქმენით საქაღალდეები და ერთ-ერთში გადავიტანეთ შეფასების რუბრიკა. მეილიდან შეფასების რუბრიკა გადავიტანეთ დრაივში. გადატანილ ფაილზე ვისწავლეთ შესწორებების გაკეთება.გავეცანით გარდნერის თეორიას.
ვიმუშავეთ მეექვსე მოდულზე Viewer-ში კითხვარიდიფერენცირებულ სწავლებაზე . განვიხილეთ გარდნერის"ინდივიდუალური განსხვავებები სწავლის დროს" და ამის მიხედვით შევქმენით განმავითარებელი შეფასებები. შევიმუშავეთ კრიტერიუმების გამოთვლის მეთოდები. ვიმუშავეთ პრეზენტაციის შაბლონის შედგენაზე, სკაფოლდინგის შესაბამისად უნდა გვემოქმედა.
Thursday, December 10, 2015
დღე მეექვსე
ტრენინგი დავიწყეთ პროექტის გეგმის განხორციელების დაგეგმვის პროცედურების
მიმოხილვით.შემდგომ თითოეულმა ჩვენგანმა პროექტის გეგმაში გადავიტანეთ პროექტის გეგმის განხორციელების პროცედურები. ამის შემდგომ გავეცანით შეფასების რუბრიკას და აღნიშნული რუბრიკა მოვარგეთ ჩვენი პროექტის სასწავლო მიზნებს. დღე საკმაოდ დატვირთული იყო ინფორმაციული თვალსაზრისით.გავეცანით პროცედურების დაწერის პრინციპს, რომ უნდა შეესაბამებოდეს აქტივობები მიზნებს, მიმართულების მიმცემ კითხვებს, 21-ე საუკუნის უნარებს, შეფასებებს.
გავიმეორეთ განვლილი მასალა. გეგმაში დავამატეთ პროცედურები.
http://tpdc.ge/essentials/ ჩანართში განვიხილეთ მეტრული სიგიჟე და ამის შესაბამისად დავწერეთ შეფასების რუბრიკა.

Subscribe to:
Posts (Atom)