Wednesday, December 16, 2015

ტრენინგის  მეცხრე  დღე

 შევამოწმეთ ყველა მონაცემი, გვქონდა თუ არა დოკუმეტები წესრიგში.ამ ტრენინგზე თითოეულმა ჩვენგანმა წარმოვადგინეთ ჩვენი ნამუშევარი.
პირველი წარმომდგენი იყო ნათია დოლიძე, თემით " კაი ყმა-ზნეობრივი ორიენტირი". საინტერესო  და პროდუქტიული პრეზენტაცია იყო.
მეორე წარმომდგენი იყო მარინე კობაიძე თემით "სტატისტიკური კვლევები, მოსწავლეთა მიდრეკილებები  და აკადემიური  მოსწრება"- ქალბატონი მარინე გამოირჩევა კარგი პრეზენტაციის უნარით. თემა იყო ძალიან საინტერესო და გავერკვიეთ როგორია მოსწავლეთა მიდრეკილებები და ამის მიხედვით აკადემიური მოსწრება.
მესამე წარმომდგენი იყო  თეონა ზარიძე " ეს მავნებელია", დიდი მოწონება დაიმსახურა ამ პროექტმა, რეალობასთან კავშირიშია ეს პროექტი და კარგად ასახავდა მავნე ჩვევის უარყოფით შედეგებს.
მეოთხე წარმომდგენი იყო ელისო დოღაძე, თემით " თანამედროვე მობილური ტელეფონები". საინტერესო იყო ელისოს ნამუშევარი და ძალიან აქტუალური .
შემდეგი წარმომდგენი ვიყავი მე, ლია ლაზიშვილი " ზღაპრის რეალობა-ბრძოლა სიკეთისთვის".
შემდეგი იყო  ლელა სხირტლაძე თემით " ამოდის ნათდება". ძალიან საინტერესო იყო  ლელას გამოსვლა.

Sunday, December 13, 2015


მერვე დღე

ტრენინგის მერვე დღე  დავიწყეთ პროექტის გეგმის განხორციელებისთვის საჭირო მასალების მოძიებით.შევქმენით ციტირებული დოკუმენტი, გავეცანით მეშვიდე მოდულში ფასილიტაციის რესურსებს და პროექტის გეგმის ჩეკლისტს.  მოვიძიეთ და გადმოვწერეთ  ვიზუალური მასალა, ასევე გავეცანით გამოყენებული ინტერნეტრესურსების საავტორო უფლებებს, რომლებიც ჩავინიშნეთ  word-ის ფაილში და შემდგომ ავტვირთეთ my drive-ზე. დავასრულეთ პრეზენტაცია  და   ავტვირთეთ ასევე my drive-ზე . გადავამოწმეთ my drive-ში ატვირთული ყველა ის მასალა, რომელზეც ვმუშაობდით ტრენინგის თითოეულ დღეს.
     გავეცანით სასწავლო პროექტის გეგმის ჩეკლისტს და ფასილიტაციის მნიშვნელოვან საკითხებს.

    გავაკეთეთ ჩვენი თემისთვის  კითხარი, რომელიც შემდეგ დავამატეთ ჩვენს ბლოგის გვერდზ
  ეს დღე ძალიან დატვირთული აღმოჩნდა.

Saturday, December 12, 2015

მეშვიდე დღე დავიწყეთ დრაივზე საქაღალდეების შექმნით.შევქმენით საქაღალდეები და ერთ-ერთში გადავიტანეთ შეფასების რუბრიკა. მეილიდან შეფასების რუბრიკა გადავიტანეთ დრაივში. გადატანილ ფაილზე ვისწავლეთ  შესწორებების გაკეთება.გავეცანით გარდნერის თეორიას.
 ვიმუშავეთ მეექვსე მოდულზე Viewer-ში  კითხვარიდიფერენცირებულ სწავლებაზე . განვიხილეთ გარდნერის"ინდივიდუალური განსხვავებები სწავლის დროსდა ამის მიხედვით შევქმენით განმავითარებელი შეფასებები. შევიმუშავეთ კრიტერიუმების გამოთვლის მეთოდებივიმუშავეთ პრეზენტაციის შაბლონის შედგენაზე,   სკაფოლდინგის შესაბამისად უნდა გვემოქმედა.

Thursday, December 10, 2015

დღე მეექვსე


ტრენინგი დავიწყეთ პროექტის გეგმის განხორციელების დაგეგმვის პროცედურების 
მიმოხილვით.შემდგომ თითოეულმა ჩვენგანმა პროექტის გეგმაში გადავიტანეთ პროექტის გეგმის განხორციელების პროცედურები. ამის შემდგომ გავეცანით შეფასების რუბრიკას  და აღნიშნული რუბრიკა მოვარგეთ ჩვენი პროექტის სასწავლო მიზნებს. დღე საკმაოდ დატვირთული იყო ინფორმაციული თვალსაზრისით.გავეცანით პროცედურების დაწერის პრინციპს, რომ უნდა შეესაბამებოდეს აქტივობები მიზნებს, მიმართულების მიმცემ კითხვებს, 21-ე საუკუნის უნარებს, შეფასებებს.

გავიმეორეთ განვლილი მასალა. გეგმაში დავამატეთ პროცედურები.
http://tpdc.ge/essentials/ ჩანართში განვიხილეთ მეტრული სიგიჟე და ამის შესაბამისად დავწერეთ შეფასების რუბრიკა.

Sunday, November 29, 2015

დღე მეხუთე

  • მოდულში იმსჯელეთ, თუ როგორ გამოიყენ ჩვენ თემაში ინტერნეტ; განიხილ, თუ როგორ უნდა ასწავლოთ მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენება.ვისწავლეთ კონსტრუქციული უკუკავშირის მიცემის ზოგადი წესები,რომ საუბარი აუცილებლად უნდა დავიწყოთ და დავასრულოთ პოზიტიური შეფასებით, მოსწავლეებსაც უნდა ვასწავლოთ კონსტრუქციული უკუკავშირის აგება.
  • ერთმანეთს გავუზიარეთ საკუთარი მოსწავლის ნაშრომები და გავუკეთეთ კომენტარები. კომენტარი მნიშვნელოვანია, რომ გამოვხატოთ თანადგომა ერთმანეთის მიმართ. 
    ასევე გავეცანით საავტორო უფლებების დაცვისა და გამოქვეყნების წესებს, ვისწავლეთ, როდის და როგორ  უნდა  აღვნიშვოთ ჩვენს ნაშრომში საავტორო უფლების ნიშანი.
  • შევქმენით სლაიდშოუ, მოსწავლის ნიმუში, რომ დაგვენახა რეალურად პროექტის სირთულე. ვისწავლეთ ბლოგზე გვერდების დამატება.

Saturday, November 28, 2015

დღე მეოთხე

განვიხილეთ როგორ იქმნება  დროში გაწერილი შეფასების გეგმა. განვსაზღვრეთ, რომ ის კარგად წარმოაჩენს შეფასების ფორმების გამოყენების თანმიმდევრობას.  გვაჩვენებს შეფასების გამოყენებულ ფორმებს პროექტზე მუშაობის დაწყებამდე, პროექტის მსვლელობის დროს და პროექტის დასრულების შემდეგ.გავაკეთეთ შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი.შევქმენით დიაგრამა, მოსწავლეთა საჭიროებების  შეფასება:ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე . ვიმუშავეთ ბლოგზე და დავამატეთ გვერდები.


მოსწავლეთათვის

შეიმუშავეთ პროექტისვთის სამოქმედო გეგმა